ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2025 წლის 29 მაისს ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ენა და კულტურული იდენტობა“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანი:
- სამეცნიერო სიახლეების წარმოჩენა
- სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის გამოკვეთა და მოტივაციის გაზრდა
- ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა
- კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია
- ზეპირი ისტორიების მოძიება-დამუშავებაში სიახლეების დანერგვა
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა
- ქართული დიალექტოლოგია
- უდამწერლობო ქართველური ენები: მეგრული, ლაზური, სვანური
- ქართველური ლექსიკოლოგიისა და ონომასტიკის საკითხები
- ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია
- ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები
შენიშვნა: ზემოაღნიშნულთან ერთად კონფერენციაზე მიიღება ქართველოლოგიური თემატიკის სხვა მოხსენებებიც.
ძირითადი მოთხოვნები:
- საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოში ან უცხოეთში.
- აუცილებელია სამეცნიერო ხელმძღვანელმა თეზისები დაამოწმოს ხელმოწერით (ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის მითითებით).
- კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
- კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ 2025 წლის 1 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: georgejgharkava@gmail.com
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word, ფორმატი — A4) 12 ზომის შრიფტით ქართულ ენაზე გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
- ავტორის სახელი და გვარი.
- სწავლების საფეხურის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დასახელება.
- ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სამეცნიერო ხარისხის, აკადემიური თანამდებობისა და უნივერსიტეტის მითითებით).
- მოხსენების სათაური.
- 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად.
- თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით).
- შრიფტი — UNICODE (Sylfaen).
- გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
- თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200-250 სიტყვას.
- კონფერენციის პროგრამა და მოხსენბათა თეზისები გამოქვეყნდება.
- მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი გიორგი ჯღარკავა
ტელ.: 514 833 883
თსუ, I კორპუსი, ოთახი 208
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი გისურვებთ წარმატებებს!